X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

„საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა“ - პოლონურ-ქართული სატრენინგო პროგრამა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება

16 ნოემბერი 2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი პოლონურ-ქართული სატრენინგო პროგრამის მონაწილეებს მიესალმა.

„საჯარო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა“  - ტრენინგი 16-20 ნოემბერს დისტანციურად ტარდება.

ლექციებსა და ვორქშოპებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სატრენინგო პროგრამას უძღვებიან პოლონელი და ქართველი სპეციალისტები, მაღალი თანამდებობის პირები, მთავრობის და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების ექსპერტები, მეცნიერები, საჯარო პოლიტიკის პრაქტიკოსები.

KSAP პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სამთავრობო სკოლაა, რომელსაც საჯარო ადმინისტრირების პერსონალის გადამზადების 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის - საჯარო პოლიტიკის სფეროში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ტრენინგი მიზნად ისახავს საჯარო მართვის ორგანოებში საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, იმპლემენტაციისა და შეფასების ეფექტური მეთოდების შესახებ ცოდნისა და უნარების გაზიარებას.
 
ტრენინგის თემატური ბლოკები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები სქართველოში.

კურსი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამით.